სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Agile Summit – 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

ღონისძიების მთავარი გამომსვლელები საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი და ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნებიან. ალისტერ ქობერნი 2020 წელს ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს შორის დასახელდა, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში. ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.

თიბისი ქვეყნის მასშტაბით ეჯაილის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათი მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ღონისძიებაზე თიბისის ეჯაილ მწვრთნელი და ჯგუფის ლიდერი, გუკა კიტია თიბისის გუნდიდან სპიკერის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

"თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა. სამიტების კულტურა ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეალური პრაქტიკების გაზიარებისთვის და კოლეგებთან შეხვედრისთვის, რათა ჩვენი ორგანიზაციების ყოველდღიურობას დროებით ჩამოვშორდეთ, დავინახოთ სხვების გამოწვევები და სამუშაო გარემოში დაბრუნებისას გაცილებით უფრო რაციონალურად დავაკვირდეთ ჩვენს სამუშაო მიდგომებს.“ - გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100