სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 რჩევა - როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის დაზოგვა

ბავშვებს, როგორც წესი, საკუთარ ჯიბეში არსებული ფულის მართვა უჭირთ, რადგან არ აქვთ განვითარებული პირადი ფინანსების მართვის უნარები.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი ფულის სწორად მართვა? Financer.com-ის პირადი ფინანსების კონსულტანტი ამ საკითხზე რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

1. ასწავლეთ ბავშვებს ფულის დაზოგვა მცირე ასაკშივე

ფულის დაზოგვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი. ალბათ, დაგიზოგავთ თანხა ბინის შესაძენად, საოცნებო ქვეყანაში სამოგზაუროდ ან უბრალოდ იმისთვის, რომ ნებისმიერ ეტაპზე მზად იყოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ფაქტი, რომ გაქვთ 'შავი დღისთვის' გადანახული ფული და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ იგი, ძალიან დიდ იმედს გაძლევთ და გიქმნით უსაფრთხოების შეგრძნებას.

შეეცადეთ, ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ თქვენს შვილს ფულის დაზოგვა, რადგან გამომუშავებული უნარები ძალიან დაეხმარება მას მომავალში, როდესაც დაიწყებს მუშაობას, აიღებს ხელფასს და დაიწყებს ოცნებას - ჰქონდეს საკუთარი სახლი ან იმოგზაუროს საოცნებო ქვეყანაში.

და ეს ყველაფერი იწყება ყველაზე ელემენტარული - სკოლაში გატანებული ჯიბის ფულიდან.

2. ჯიბის ფულის განკარგვა ბავშვის პასუხისმგებლობაა

ბევრ მშობელს ავიწყდება, როდესაც შვილებს ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად აძლევენ ფულს, ბავშვები თავად არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ როგორ დახარჯავენ ამ თანხას.

ხშირად მშობლები მცირე შეცდომას უშვებენ - შვილებს აძლევენ ჯიბის ფულს და, ამავე დროს, თავადაც ყიდულობენ სხვადასხვა სახის ტკბილეულს. ეს არ არის საუკეთესო და ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ვასწავლოთ შვილებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირად ფინანსებს და სწორად მართონ ის.

თუ ბავშვს მივცემთ, მაგალითად, 5 ლარს მთელი კვირის განმავლობაში ნაყინისა და ტკბილეულის საყიდლად, ეს ფული უნდა იყოს საკმარისი ნაყინისა და ტკბილეულისთვის მთელი კვირის განმავლობაში. თუ ბავშვმა იცის, რომ თქვენც უყიდით ნაყინს ნებისმიერ დროს, როცა მოგთხოვთ, მაშინ მას გაუჭირდება ფულის ღირებულებისა და დანიშნულების გაგება.

კიდევ ერთი რამ, თუ ბავშვი თავის ჯიბის ფულს ყოველ დღე სრულად ხარჯავს, აუცილებლად დაელაპარაკთ და განიხილოთ მიზეზი - რატომ გადაწყვიტა მთელი თანხის დახარჯვა. შემდეგ განუმარტეთ და დაანახეთ - საკუთარი ფულის დახარჯვის სხვა რა ალტერნატივები ჰქონდა და შეეცადეთ მომდევნო კვირებში გააუმჯობესოთ მისი ფულის მართვის უნარ-ჩვევები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენს შვილს გაუზარდოთ ჯიბის ფული და მისცეთ არა ყოველკვირეულად, არამედ ყოველთვიურად - მთელი თვის განმავლობაში დასახარჯი თანხა. უფრო დიდი თანხა და გრძელვადიანი პერიოდი თქვენი შვილისთვის ქმნის ახალ გამოწვევებს, რაც მას საშუალებას აძლევს განავითაროს თანხის მენეჯმენტის უკეთესი უნარები.

3. წაახალისეთ მცირე დანაზოგის გადადებისას

დაანახეთ ბავშვებს, რომ მათი ჯიბის ფულსაც კი შეუძლია კონკრეტული საპროცენტო განაკვეთით სარგებლის ნახვა - ასწავლეთ და აუხსენით მათ დეპოზიტისა და პროცენტის მნიშვნელობა და პრინციპი.

წაახალისეთ და უთხარით, რომ მიიღებს 10% -იან სარგებელს იმ თანხაზე, რამდენსაც ყოველთვიურად დაზოგავს - ამ მიდგომით ბავშვი მიხვდება, რომ ფული შეიძლება გაიზარდოს დანაზოგიდანაც.

4. მიეცით ბავშვს მეტი თავისუფლება

მიეცით ბავშვს საშუალება მისი დანაზოგი და ფულის მიმართ პასუხისმგებლობა გაიზარდოს საკუთარი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მისცეთ მას იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად სჭირდება, 'ზედმეტი' ფულის გაჩენისას ნელ-ნელა, თვიდან თვემდე, ფულის უკეთესად მართვის უნარჩვევები ჩამოუყალიბდება;

5. არვითარი ძალდატანება

ნუ ეცდებით ბავშვმა ძალდატანებით ისწავლოს ფულის მართვა. დაზოგვის უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს გართობის გზებით, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სახალისო და სამოტივაციო თამაშები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100