სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასეთი ცოდვა რა ჰქონდა 26 წლის ბიჭს, სახურავზე რომ ავიდა და გადმოხტომას აპირებდა. ძალიან იყოჩაღეს მაშველებმა. მღვდლებიც იყვნენ" - რა მოხდა გურიაში?

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი სახლის სახურავზე იყო ასული და გადმოხტომით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე სასულიერო პირებიც.

26 წლის მამაკაცი დაახლოებით 2 საათის შემდეგ ჩამოვიდა და ახლობლებს სახლში გაყვა.

“ალბათ, მოინანია და ჩამოვიდა, ასეთი ცოდვა რა ჰქონდა, სახურავზე რომ ავიდა და გადმოხტომას აპირებდა. ძალიან იყოჩაღეს მაშველებმა. მღვდლებიც იყვნენ, დედა ემუდარებოდა შვილს, ჩამოდიო”,- ამბობენ “გურია ნიუსთან” თვითმხილველები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100