სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეფასებების მიუხედავად, ლობისტები ვერ ცვლიან ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს

“ლობისტები იღებენ დაფინანსებას და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებენ დადებითი სახის განცხადებებს და სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან.”

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ლობისტებზე და მათ მიერ გაკეთებულ არასწორ შეფასებებზე საუბრობს. მისი თქმით, ლობისტებისთვის გადახდილი ფული გადაყრილია და ამის გაკეთება ღირსეულ პარტიას არ უნდა სჭირდებოდეს.

“ლობისტების საქმეა, რომ აქონ ის, ვინც მათ ფულს უხდის. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ლობისტებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან. ვერცერთი ლობისტი ვერ შეცვლის კონგრესმენების შეფასებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი ლობისტების შეფასებებისთვის ფულს ფუჭად ხარჯავს,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ღიად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ლობისტების შეფასებების მიუხედავად, ყველა ხედავს, რა კონკრეტული ნაბიჯი იდგმება ქვეყანაში.

“ლობისტების საქმეა დადებითი ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ რეალური შეფასება იმ ნაბიჯის გადადგმით ვლინდება, რაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგმულა.

ის ნაბიჯები კი, რომელსაც “ქართული ოცნება” დგამს, არ გვაახლოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მმართველი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანა კრიზისის პირას მიიყვანა. ამიტომ შეფასება, რომელიც ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, არ შეიცვლება “ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ცვლილებას მხოლოდ ოქტომბერში დავინახავთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,-“განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100