სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისთან თორნიკე დიასამიძის გარდა, კიდევ ერთი პირი დააკავეს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ლიდერები ბიუროს შესასვლელის „დაბოქლომებას“ ცდილობდნენ, ორი პირი დააკავეს.

„ევროპული საქართველო" პრესსამსახურის წარმომადგენლის თორნიკე დიასამიძის გარდა, დაკავებულია, კიდევ ერთი პირი. შსს-ში ორივე პირის დაკავებას ადასტურებენ.

თორნიკე დიასამიძე ამ დროისთვის მცხეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოშია გადაყვანილი. აქ ასევე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც, რომლებიც თორნიკე დიასამიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ინციდენტი რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მოხდა, შენობაზე სტიკერის გაკვრას მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100