სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა Acer - Predator Thronos უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

ექსკლუზიურად მხოლოდ საახალწლოდ, ელიტ ელექტრონიქსს ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან, ეს Predator Thronos-ია!

Acer კიბერსპორტის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დიდი ხანია Predator-ის სახელით აწარმოებს კომპიუტერებს და აქსესუარებს. ამჯერად საუკეთესო მონაცემების მქონე ატრიბუტებით აღჭურვილი Thronos- შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos-ით თამაში სრულიად ახალი გამოცდილება და შეგრძნებებია!

Predator Thronos არის უახლესი მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს სამ 27ინჩიან მონიტორს, პროცესორ Predator Orion 9000-, მაუს Predator Cestus 510 gaming-, კლავიატურა Aethon 500 gaming-, ყურსასმენ Predator Galea 300 Gaming- და რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტულ სკამს, რომელიც რეგულირდება რათა იდეალურად მოერგოს სასურველ პოზიციას. ეს ყველაფერი განუმეორებელ გამოცდილებას ქმნის ნებისმიერი გეიმერისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=8HmHEMDPnpE

25 დეკემბერს Acer-მა და ელიტ ელექტრონიქსმა Predator Thronos-სთან დაკავშირებით ჩაატარეს ჩემპიონატი პოპულარულ თამაშ Fortnite-ში და გამოვლინეს საუკეთესო მოთამაშეები, საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს საჩუქრად გადაეცათ Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი და დაძაბული სანახაობისთვის და ვულოცავთ გამარჯვებულებს.

Predator Thronos-ზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო მიმოხილვა: https://we.tl/t-Hp6Ub10keU

ელიტ ელექტრონიქსი გილოცავთ ახალს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100