დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ იმ ბავშვის დედასთან, რომელსაც შვილი ეხვეწებოდა სახლში წამიყვანეო

ბავშვის ვიდეოზე, რომელიც სახლში წაყვანას თხოვს დედას სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი დაიწერა. საზოგადოება აღშფოთებულია და ბავშის დედის მისამართითაც არ იყო ხალხი ლოიალური, მას ლანძღავენ და შვილის მიმართ უყარადღებო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ (ეს ყველაზე რბილად რომ ვთქვათ).

დრონი. ჯი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა ბავშის დედის კოორდინატებს და ბოლოს მივაგენით. ქალბატონი დონარა, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს, ამჟამად თბილისში შვილთან ერთად საავადმყოფოშია. ის ჩვენთან ინტერვიუს დათანხმდა.

დრონი.ჯი: ქალბატონო დონარა რა მოხდა სინამდვილეში? რატომ ტიროდა ბავშვი დ გთხოვდათ სახლში წაყვანას?

ქ-ნი დონარა: ზოგადად ჩემი შვილი აგრესიულია ძირითადად, რადგან ავადაა. ზოგჯერ გული მოსდის ტყულაუბრალოდ და ემართება აგრესია, სახლიდან წამოვიყვანე მშვიდად, წყნარად და დაემართა აგრესია. ბავშვი ტიროდა, არაფერი არ მომხდარა საერთოდ, ეს ვიდეო გაავრცელა ვიღაცამ, არ ვიცი რატომ გაავრცელა და ისიც ყველამ იცოდეს, რომ არ შერჩება ეს მას პირადად ჩემგან. ამაზე პასუხს მოვთხოვ კანონის ფარგლებში და არ შევალახინებ ვიღაცას ჩემს რეპუტაციას იმაში, რასაც არ ვაფუჭებ. ვიღაცის ასაგდებად და სასაცილოდ არ მცალია და ნამდვილად არც მჭირს არაფერი.

და ბავშვს რა სჭირს კონკრეტულად ქალბატონო, ანუ რა აქვს დიაგნოზი?

გეუბნებით კაცო რაც სჭრის, ეპილეფსიური და ნერვიული ბავშვია. ახლა ამ წუთას გადის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს.

სოციალური მომსახურების სამინისტროში გვითხრეს, რომ ბავშვი ინკლუზიურია...

არ არის ბავში ინკლუზიური თუ რასაც მეუბნებით, ახლა ვისაც როგორც უნდა ისე ილაპარაკებს, აგრესიულია და დაიწყო უბრალოდ ტირილი, რა იყო ბავშვს არ უტირია? ეს არის სტატუსიანი ბავშვი დ არ ვიცი მაგ სიტყვა რა არის თქვენ რომ ამბობთ? სტატუსიანი და გონება ჩამორჩენილია.

ქალბატონო მაგას ჰქვია ზუსტად ინკლუზიური სამედიცინო ენაზე.

ნუ არ ვიცი ეხლა მაგას რას ეძახიან, მე ვიცი უბრალოდ რომ ავად არის. მკურნალობის კურსსაც გადის და სკოლაშიც კარგად ეხმარებიან. იმ პანსიონატში სადაც არის მე-200 პანსიონატში ყველა პირობა აქვთ მაგისთვის რომ მიხედონ, ძალიან კარგად არის. ერთი წელია არ დასჭირვებია ეს მკურნალობის კურსი და ახლა იტირა და დიდი ამბავი, თქვენიანს არ უტირია ვინემე ბავშვს? რას ჰქვია ბავშვი ტირისო და გადაუღე ვიდეო, ასე არ შეიძლება კაცო.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ბავშვს პანსიონატში დაბრუნება არ უნდოდა და ისევ სამტრედიაში სახლში უნდოდა?

არ არის ქალბატონო მასე, ექიმმაც იცის ეს. ასეთი წიკები აწუხებს ამას. ზოგჯერ რაღაცა რომ უნდა და ვერ ვუყიდი, იმაზე გაფართხალდება და ტირის.

რამდენი ხანი უნდა იყოს კიდევ საავადმყოფოში ბავშვი?

ხვალ მიდის უკვე სკოლა-პანსიონატში, ერთი დღე ეყოფა კარგად არის, უბრალოდ გუშინ იყო განერვიულებული და კარაგდ არის უკვე. ხვალ წავიყვან და დავტოვებ იქ.

ქალბატონო რამდენ ხანში ერთხელ ნახულობ თქვენს შვილს?

ეეჰ ქალბატონო როგორც საშუალება შემიწყობს ხელს ისე, ხანდახან შაბათ-კვირასაც, ყოველი შემთხვევისთვის უყურადღებოდ არ მყავს, ამას ვერ იტყვის ვერავინ.

რამდენი წლისაა უკაცრავად და თქვენ გყავთ თუ არა კიდევ შვილი?

11 წლისაა ეს, კი მყავს კიდევ ერთი შვილი სამტრედიაშია ჩემთან, ის ჯანმრთელია არაფერი არ სჭირს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დრონი.ჯი-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია თანდართული ვიდეოთი მოზარდი ბიჭი დედას სახლში წაყვანას სთხოვს.

ბავშვის და მომხდარის შესახებ, ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განათლების სამინისტროსაც ვესაუბრეთ. ინფორმაციები ამის შესახებ იხილეთ ლინკზე

ლინკი2

კომენტარი