სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია კორპუსიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში და შსს-ში?

მარჯანიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ინგოროყვას კლინიკაში.

დრონი.ჯი ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა რომ კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კლინიკის პრეს-სამსახურს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ კომენტარს მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კიდევ 2 საათის განმავლობაში ვერ გააკეთებენ. ასევე არ აცხადებენ, რამდენად მძიმეა არასრულწლოვანის მდგომარეობა.

დრონი.ჯი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. აი რას აცხადებენ უწყებაში:

„თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ მოზაიკაში მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“.

ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ დღეში, შენობიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100