სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო

22 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს - საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკი, მიღების თაობაზე. საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბანკთან თუ ინსტიტუტთან და ამ პარტნიორობების საფუძველზე ქმნის ვაჭრობის ფინანსირების საუკეთსო პროდუქტებს ადგილობრივი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100