"სახლს გადაწვას უპირებდნენ მეზობლები და ოჯახის წევრები" - დრონი.ჯი-ს ინფორმაციით ოფშკვითში 17 წლის მოზარდის მვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სახლიდან გაიხიზნა

სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ბიჭის დაკრძალვამდე , მკვლელობაში ბრალდებულის სახლს პოლიცია იცავს. როგორც დრონი.ჯი-სთან საუბარში სოფლის მაცხოვრებელმა განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული ოჯახი სახლიდან წავიდა და იქ აღარავინ იმყოფება.

„ყველანი გახიზნულები არიან, ეს მკვლელიც გაიქცა და მერე გავიგეთ, რომ თბილისში დაუკავებიათ, სახლს გადაწვას უპირებდნენ მეზობლები და ოჯახის წევრები, მაგრამ გარდაცვლილის დაკრძალვამდე მაგას ვერ იზამენ, თან სახლს პოლიცია იცავს, მარა როდემდე დაიცავენ?... მის გვერდით ცხოვრობს კაცო, კლასელები იყვნენ, რამ გააკეთებინა. ისეთი ზრდილობიანი და კარგად აღზრდილი ბიჭი იყო, მაგას რა უნდა დაეშავებინა. იშვიათი იყო ჩვენს სოფელში მაგნაირი ადამიანი ნამდვილად. საცოდავმა დედამისმა რა უნდა ქნას, საწყლები“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს სოფელ ოფშკვითში 17 წლის მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის, ღამის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდებს შორის შელაპარაკება მობილური ტელეფონის გამო მხოდა. გარდაცვლილი ბიჭის ბიცოლას თქმით დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოპარა. ე.წ.საქმის გარჩევისას შელაპარაკება მოხდა და 17 წლის ბიჭი გულის არეში მიყენებული ჭრილბით გარდაიცვალა. ბიცოლა იხსენებს, რომ გარდაცვლილი სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს და ის გამვლელმა აღმოაჩინა.

დაახლოებით 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლის შეკითხვაზე ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ უპასუხა: ,,ჩემი კლასელი იყო,მაგრამ არ ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო, ამიტომ თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ."

აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

შეგახსენებთ, ასევე, რომ გავრცელებული ინფორმაციით ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

კომენტარი