სიტყვიერი დაპირისპირება "ენმ"-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორს შორის

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მე-8 საარჩევნო უბანთან. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ქალბატონი დილიდან აკონტროლებდა ამომრჩევლებს.

„კონკრეტული სიების საფუძველზე ახდენს მოქალაქეებთან დაკავშირებას, საყვედურებს ეუბნება და ძალიან ცუდი ტონით ესაუბრება მათ და ითხოვს მათგან, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

კოორდინატორმა უბნის მიმდებარე ტერიტორია არა ერთი მითითების მიუხედავად არ დატოვა. მას შემდეგ კი, რაც კოტე იოსელიანმა შენიშვნა მისცა, ქალბატონს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი კოორდინატორი გამოესარჩლა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი