სამტრედიის გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სამტრედიის გზაზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი მგზავრი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ავარია სატვირთო მანქანისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი