"იყო ტირილი და იყო ბევრი ცრემლი..." - ტყიბულში მომხდარი საქართველოს ტრაგედია (ფოტორეპორტაჟი)

„ტყიბულში მომხდარი საქართველოს ტრაგედია“- ფოტოგრაფ ედო მჟავანაძის ობიექტივში. სასწაულად მეტყველი და მძიმე კადრები, რომელიც უხმოდ ყვება იმ ტრაგედიას რაც ტყიბულში მოხდა.

აი რას წერს ტავად ფოტოგრაფი:

არ ვიცი რა შეიძლება დავწერო მსგავსი ალმობის აღწერაში

ტრაგედია, რომელიც დღეს ვნახე მხოლოდ იმ იჯახების არ არის, 4 ადამიანი მკვდარი, დანაწევრებული იპოვეს, ზოგიერთი ნაწილი კი საერთოდ ვერ იპოვეს, ნაწილ-ნაწილ დამარხეს ოჯახებმა მარჩენალი, შვილებმა მამა და ცოლებმა ქმარი. იყო ტირილი და იყო ბევრი ცრემლი, არავინ შემინიშნავს მომღიმარი სახით, ალბათ თითოეული მისული ტყიბულელი სრულებით გრძნობდა და იზიარებდა იმ გრძნობებს და ემოციებს რასაც ოჯახი, ყველა იქ მომუშავე ჯერ კიდევ იმავე რისკის ქვეშ დგას, ორიოდე დღის წინ მოკლეს 4 ადამიანი, ასეთი მიდგომით არავინ იცის ვის მოკლავენ შემდეგს.

მე ამ რეპორტაჟს არ ვაკეთებ, რომელიმე სააგენტოსთვის არამედ მხოლოდ და მხოლოდ მინდა ხალხს, რომლებიც დღეს ვერ ჩამოვიდნენ ტყიბულში კარგად ვაგრძნობინო ის რაც მე დღეს ვიგრძენი.

როცა მსოფლიოში ყველაფერი ვითარდება ჩვენთან საქართველოში შახტაში მომუშავე ხალხის სიკვდილიანობის რიცხვა იმატებს, უსაფრთხოების ნორმების არ ქონის შედეგს უბედურ შემთხვევას მიაწერენ და კიდევ +1 რიცხვი ემატება, ვიმედოვნებ სტატისტიკა არამც თუ შემცირდება არამედ 0 დავა და ეყოლება შვილებს მამა.

სოლიდარობა მუშებს!

კომენტარი