სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მეტროს მგზავრებს დღეს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში

თბილისის მეტროს მგზავრებს დღეს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში, კერძოდ წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამდროვე მწერლები ისაუბრებენ წიგნებზე და ლიტერატურაზე. მეტროს მგზავრებს ასევე წიგნები საჩუქრად გადასცა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელიც უშუალოდ ჩაერთო ამ აქციაში .

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს
დრო: 15:30 საათი / 16:30 საათი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100