სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CSR კლუბი 2016 წელს შეაფასებს

კლუბის წევრები CSR-ის მიმართულებით საკუთარი კომპანიების ანგარიშებს წარადგენენ

31 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში“ გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 80-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრი საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

საერთო კრებაზე, ასევე, განიხილავენ საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც CSR-ის განვითარებას უშლის ხელს. ამასთან, კლუბის წევრები მიმოიხილავენ 2017 წელს დაგეგმილ აქტივობებს, ისაუბრებენ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც საზოგადოების გაძლიერების, ასევე ბიზნესის განვითარების კუთხით.

· კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

· CSR კლუბი მადლობას უხდის „აჭარა ჯგუფს“ საერთო კრების სივრცით უზრუნველყოფისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100