ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება

გოსფილმოფონდში დაცული ოთხი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია!

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში", „გოსფილმოფონდში" დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და „გოსფილმოფონდის" გენერალური დირექტორი ნიკალაი ბოროდაჩევი უძღვებოდნენ.

პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:

  • „ჰოლტზე" - რეჟისორი ლეო ესაკია;
  • „ამერიკანკა" - რეჟისორი ლეო ესაკია ;
  • „ბუბა" - რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;
  • „უკანასკენლ საათს" - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი