სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ჯორჯიან მანგანზმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი გაუშვა ექსპლატაციაში.

ახალი საწარმოო ღუმელი 25,5 მეგავატი სიმძლავრისაა და ტექნოლოგიურად მრავალ უპირატესბებით გამოირჩევა, როგორც რესურსის ეფექტური მოხმარებით, ასევე გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. ამით ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა უახლოვდება მსოფლიოს წამყვან მეტალურგიულ საწარმოების სტანდარტებს და საქართველოში ფეროშენადნობების ახალ ტექნოლოგიურ პროცეს უყრის საფუძველს. 2012 წლიდან, მსხვილი ქართულ-ამერიკულ ინდუსტრიულ ჰოლდინგში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზ”-ში გაერთიანების შემდეგ კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზი” 52 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ტექნოლოგიური და ტექნიკურ გადაიარაღების, ასევე საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაციის მიზნით. გასულ წელს ინდურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან GHALSASI ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ახალი ტიპის ფეროშენადნობი ღუმელის მშენებლობაზე, საინვესტიციო ღირებულებით შვიდი მილიონი აშშ დოლარი. კომპანია GHALSASI (http://ghalsasigroup.com/) დაფუძნდა 1986 წელს და ლიდერი კომპანიაა ფერო შენადნობთა წარმოებაში, მას მართავს ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მრეწველობის დარგში. GHALSASI-ს შექმნილი და დაპროექტებული აქვს 150-ზე მეტი სხვა და სხვა ტიპის სადნობი ღუმელები ომანში, ირანში, ბახრეინში, სუდანში თავად ინდოეთსა და პაკისტანში. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ვიცე პრემიერი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ოფიციალური პირნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100