ქართული ფილმი "დინოლა" სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე

მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დინოლა" სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.ფილმი ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარდგენილი.
"დინოლა" საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.
სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჰელსინკში, ფინეთში 7-11 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარი