მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
სან­დ­როს უყ­ვარს დე­და, ამი­ტომ მი­სი ცო­ლი უნ­და იყოს ქა­ლიშ­ვი­ლი!
ახლა კითხულობენ

"ნიაკო ნასვამმა ახალგაზრდამ იმსხვერპლა" - მამის პოსტი, რომელიც აგატირებთ  

ხანძარი გორში  

პაშა ბანკი „ბია“-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია  

Sesxebi.ge- ყველა კრედიტი ერთ ონლაინ სივრცეში  

ნიკოლოზ რაჭველის მანქანა სტიქიას ემსხვერპლა - ნახეთ როგორ გამოიყურება ის ახლა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
საქართველოს რეგიონებში "ფონდი ნატახტარის" საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
14:06 01.08.2016

საქართველოს რეგიონებში "ფონდი ნატახტარის" საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. 26 ივლისიდან „ფონდი ნატახტარი“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრები მართავს. შეხვედრები ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, მარნეულისა და თელავისდემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შედგა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკა გააცნეს.

"ფონდმა ნატახტარმა" სტუმრებს პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების, განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი დეტალური ანგარიში წარუდგინა.

„შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში. დასწრება შეეძლო ყველა მსურველს. ამიტომ სტუმრებს შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ყველა ის ადამიანი, ვისაც უბრალოდ მზრუნველობამოკლებული მოზარდების ბედი აღელვებს. ყველა შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ. შეხვედრები ატარებდა დისკუსიის ხასიათს. სტუმრები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: რა თანხა იხარჯება, საშუალოდ, მზრუნველობამოკლებული მოზარდის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაზე, როგორ ხდება დასაქმებისთვის ახალგაზრდების მომზადება, რა კრიტერიუმებით ხდება ბენეფიციართა შერჩევა, როგორ ხდება კარიერის დაგეგმვა, რამდენ რეგიონში ხორციელდება პროექტი და კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში რამდენ მზრუნველობამოკლებულ მოზარდს ეხმარება ფონდი,“ - აღნიშნავს „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.

შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერებმა, დამსაქმებლებმა და თავად ბენეფიციარებმა, რომლებიც უკვე წარმატებით ახერხებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას.

ნატახტარის ფონდში თანხის შეგროვება 17 მაისს დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდება. როგორც მანანა ომარაშვილმა განმარტა, თუ რამდენი მზრუნველობამოკლებული მოზარდი და ახალგაზრდა მიიღებს სექტემბრიდან დაფინანსებას, დამოკიდებულია გაყიდული ლიმონათის რაოდენობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურად ინფორმირება ფონდის მიღწევების და ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ.

საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში 5 წლის მანძილზე ფონდში 587 857 ლარი შეგროვდა. აღნიშნული თანხა "ნატახტარის“ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან (შეფუთვის მიხედვით) 1,3 და 5 თეთრის მობილიზებით შეგროვდა. აღნიშნული თანხიდან 200-ზე მეტ მოზარდს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაეწია, რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გორსა და ახალციხეშიც, რომელიც 30 ივლისს დასრულდა.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწ სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი