სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრების შეხვედრა

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება "სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც მიმდინარე საკითხების განხივლასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან ერთად, მოხდება ახალი წევრების მიღება და კლუბის წევრებისაგან წამოსული სხვადასხვა ინიციატების განხილვა.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ და მას კლუბის წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.


„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/ პარტნიორებთან/ დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 50 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100