სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეზო კეზელის ფოტოგამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში

30 აგვისტოს, 19:00 საათზე, თიბისი ბანკი და „თბილისის ფოტო ფესტივალი 2015“ ბათუმის თიბისი გალერეაში წარმოგიდგენთ რეზო კეზელის გამოფენას - „კაცი აკორდეონით“.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტოგრაფის შემთხვევით გადარჩენილ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს.

ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურადეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალურიფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა.

რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში თბილისის დამთვალიერებელმა თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში ნახა. გამოფენა „კაცი აკორდეონით“„ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.

გთხოვთ, გვეწვიოთ!

ბათუმი, ზუბალაშვილის 37, თიბისი გალერეა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100