სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7-19 ივლისს ბათუმი „სანრემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს

ჰით ბათუმი 2015“ აქტიურ ფაზაში შედის. ამჯერად, ბათუმი 17-19 ივლისს, „სანრემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს. 18 ივლისს, ყველასთავის საყვარელი იტალიელი მომღელი უმბერტო ტოცი და ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. ამავე დღეს იგეგმება ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც.

კონცერტის წამყვანია ქართველი მომღერალი დავით გომართელი. ესეც შემთხვევითი არ არის, მას ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე.

უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი ასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის.

რიკი ე პოვერი იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმა კოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი.

მანამდე კი ბათუმელებსა და მათ სტუმრებს უჩვეულო სანახაობა ელით. 17 ივლისს, იტალიელ ვარკვლავებთან ერთად იქნება „სპაგეტი სვინგ ბენდი“, რომელიც კონცერტები განსაკუთრებულობით და საინტერესო სანახაობებით გამოირჩევა.

ბენდი 4 შემსრულებლისგან შედგება. აქედან ერთ-ერთია ვირტუოზი შეფ მზარეული, რომელიც პირდაპირ სცენაზე, ლაივ რეჟიმში ამზადებს სპაგეტის და მსმენელებს უმასპინძლდება. საფესტივალო კლუბში „სპაგეტი სვინგ ბენდის“ პოპულარული სიმღერების მოსმენის ფონზე, როგორიცაა ვოლარე, პაროლე, ო სოლე მიო, ბათუმის დამსვენებლებს იტალიური მაკარონის დაგემოვნება შეეძლებათ.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან259 უცხელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

ჰი ბათუმი 2015წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰი ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100