სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დამიმახსოვრე ვიცინოდი ბოლოს რომ მნახე, გთხოვ ნუ იტირებ, გევედრები, ცრემლი არ გინდა"

ამიმახსოვრე ვიცინოდი ბოლოს რომ მნახე,
გთხოვ ნუ იტირებ, გევედრები, ცრემლი არ გინდა,
ახლა კარგად ვარ, ჩემს ბილიკზე ისევ თენდება,
უფლის ნათელში, დამიჯერე, სული დამშვიდდა,
მამი ილოცე, თუ გიყვარვარ, ჩემი სულისთვის,
უფლის კალთასთან, ჩემს ოცნებას ცრემლი დასცვივდა,
თუ ვეღარ მხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ შენთან არ ვარ,
სულის სამოსი შევიცვალე, როცა გაწვიმდა,
უფალი გზაზე შემეგება და ჩამიხუტა,
მერე კი, შენი შემხედვარე, ჩუმად ატირდა,
მამი გთხოვ, ჩემთვის, არ შემოკრა გლოვის ზარები,
მე უხილავად შენს გვერდით ვარ, დარდი არ გინდა,
დე ნუ დამტირი, არ მოვმკვდარვარ, მე ხომ უბრალოდ,
ფერი ვიცვალე, უფლის მადლით, ცა რომ გაბრწყინდა...


16.06.15.
ქეთი ალასანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100