ფუდპანდა ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ

ევროპის საუკეთესო სამზარეულოებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა

ინტერნეტ-გამოცემა Thrillist - საუკეთესო სამზარეულოს მქონე ევროპისქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველი მეოთხე ადგილზეიმყოფება. პირველ სამეულს იტალია, საფრანგეთი და ესპანეთიწარმოადგენს.

გამოცემის თქმით, საქართველო წამოუდგენლად მდიდარია სანელებლებითა, მწვანილებით და ის კომბინაციები, რომლებიც კერძის მომზადებისას ხდება , ნამდვილად გასაოცარია. საქართველოს ქვეყნის სავიზიტო ბარათს ეროვნული კერძები - ხინკალი და ხაჭაპური წარმოადგენს. რაც მთავარია, ქვეყანას მრავალლფეროვანი ეროვნული სამზარეულო აქვს, რომელშიც ხორცი ძალიან აქტუალურია. კერძებს განსაკუთრებულ პიკანტურობას „ტყემლის წვენი“ ანიჭებს.

ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური სამზარეულო, თუმცა დღესასწაულებზე მაინც აქცენტს ქართულ საზამრეულოზე აკეთებენ. წარმოუდგენელია ქართული სუფრა განსაკუთრებით ახალ წლისა და სხვა დღესასწაულების დროს, მწვადის, საცივის, ხაჭაპურის, ჩაქაფულის, ელარჯის, კუპატის, ხინკლის გარეშე. უფრო მეტიც, უცხოელ სტუმრებთანაც კი ვიწონებთ თავს. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ფუდპანდა გამორჩეული ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ქართული კერძი ცნობილ რესტორნებში „შემოიხედე გენაცვალე“ , „მონადირის სახლი“, „ფასანაური“, „სახაჭაპურე N1“ და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, რომლებიც ქართულ სამზარეულოსთან ერთად, გვთავაზობენ უკრაინულ, იტალიურ, იაპონურ და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .

საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია, რომლის მომზადების წესს თავად ფუდპანდა გთვაზობთ:

რეცეპტის ინგრედიენტები: 1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური, 700 გრამი ნიგოზი, 5 თავი საშუალო ზომის ხახვი, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი ,1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, 5 ცალი მიხაკი, 4 კბილი ნიორი, 1 სავსე ჩაის კოვზი, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი.

ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოათავსეთ ქათამი. დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოიღეთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ გადააქცევთ ნახარშს.

თხლად დაჭერით ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ცოტაოდენ ცხიმში, შემდეგ მოათავსეთ ჯამში და დაამუშავეთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩაასხით მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა. ნიგოზი 2-3ჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე.

და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი