სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ თქვენ 15 - 25 წლამდე ხართ, მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ

თქვენ 15 - 25 წლამდე ხართ. მოდურად ჩაცმულები, ნაიკი, ადიდასი, აიფონი (აიპადი, აიპოდი), ათასობით სურათი ფეისბუქზე.თანატოლებში ავტორიტეტი ხართ და პოპულარულობით სარგებლობთ. ისვენებთ კლუბებში, არაფერი არ გაინტერესებთ, თქვენ ხომ უკვე დიდი ხართ.

ქალაქის ქუჩებში მისეირნობთ, მუსიკით პლეერში, ტელეფონში 5-მდე გამოტოვებული ზარი გაქვთ, საკუთარი თავით ამაყობთ. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ იმის აღიარება, რომ თქვენი ტელეფონი 2 დედის ხელფასზე მეტი ღირს? ხელჩანთა კი - ბებიის პენსიაზე? ან რომ კომპიუტერისთვის ფულს აგროვებდით? აღარ აფასებთ ახლობლებს! სამყარო საბაზრო ურთიერთობად გარდაიქმნება. თქვენთვის მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ბაბუას, რომ მის გამო ყველაფერზე ხართ წამსვლელი, გაყიდით თქვენს აიფონს მისი წამლის გამო? გაყიდით მოდურ ტანსაცმელს რომ დედას სუნამო უყიდოთ დაბადების დღეზე? დაფიქრდით! ეს მხოლოდ და მხოლოდ საგნებია! ის, რომ ყველაფერი ბრენდული გაქვს - არაფერს არ მოგიტანთ. საკუთარი საქმე დაიწყეთ, გამოიყენეთ დრო. თვითონ მიაღწიეთ საკუთარს. განვითარდით, მაგრამ არასდროს არ გაყიდოთ ახლობლობა და ნათესაობა რაღაც სისულელის გამო. ყველაფერი იცვლება, ყველაფერს ვერ დაეწევით, დღეს ნაიკია, ხვალ ადიდასი, დღეს ერთი კლუბი, ხვალ სხვა... ერთი კვირის შემდეგ კიდევ ახალი იქნება რამე. ახლობლები და ნათესავები კი. ერთხელ წავლენ და სამუდამოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100