სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით თბილისში მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

თბილისში, ევროპის გუნდური ჩემპიონატი მძლეოსნობაში მესამე ლიგის გუნდებს შორის დასრულდა. შეჯიბრი „მარგებელი ჰოლდინგის“ მხარდაჭერით 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები მეორე ლიგის ორი საგზურისთვის იბრძოდნენ. ასპარეზობას, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა „დინამო არენა“ და დიღომში მდებარე მძლეოსნობის ახალი სტადიონი მასპინძლობდა.

პირველი და მეორე ადგილი კვიპროსმა და ისლანდიამ გაინაწილეს. მათ მეორე ლიგის საგზური მოიპოვეს და მომდევნო ჩემპიონატში აღნიშნულ ლიგაში იასპარეზებენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი მხოლოდ მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა.

„ჩვენი კომპანიისთვის დაარსების დღიდან მნიშვნელოვანი იყო ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა. ამის მაგალითია არაერთი შეჯიბრი თუ ღონისძიება, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერითა და დახმარებით ჩატარდა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა სწორედ მსგავსი აქტივობებით იყოს დაინტერესებული და ამაში ბიზნეს სექტორმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაკრები შემდეგ ჩემპიონატამდე შეძლებს საკმარისად მომზადებას და წარმატების მიღწევას, მანამდე კი, 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ვემზადებით, რომლის პლატინის სპონსორებს ჩვენი ბრენდები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ წარმოადგენენ. ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებას ვუსურვებთ და ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვხატავთ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან“ - აღნიშნავს „წყალი მარგებელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორია ჟიჟკო.

გთავაზობთ ქვეყნების მიერ ნაჩვენებ შედეგებს:

1 - კვიპროსი (495 ქულა)

2 - ისლანდია (487)

3 - ისრაელი (471.5)

4 - მოლდოვა (446)

5 - აზერბაიჯანი (363)

6 - ლუქსემბურგი (357)

7 - საქართველო (334.5)

8 - ბოსნია (323)

9 - ჩერნოგორია (278)

10 - მალტა (258)

11 - სომხეთი (249.5)

12 - ალბანეთი (164)

13 - მაკედონია (162.5)

14 - აასსე (სან მარინო, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი) (150

15 - ანდორა (126)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100