სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ

ფიზიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. წიკლაურის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

"დაახლოებით ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო ორჯერ ელექტროშოკი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

პირველადი დახმარება ნუგზარ წიკლაურს ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ რომ წიკლაურზე თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს ფაქტი არის აღმაშფოთებელი და მან უკვე დაავალა შესაბამის სტრუქტურებს ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის სასწრაფო გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100