სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაბუ ამ დრომდე ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში რჩება

მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ) ამ დრომდე ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში რჩება. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ კაბუ ვერაზე, ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. მსახიობს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100