სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო შეშფოთებულია - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები?

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ნატოს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს სასწრაფოდ განაახლონ დიალოგი საპარლამენტო პროცესების ჩათვლით.

ევროკავშირმა კი შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი ტვიტერიზე საკუთარ გვერდზე წერს. “ევროკავშირის თავს არ შეიკავებს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისგან, რომლებიც უკრაინაში რეპრესიებსა და ძალადობასთან ასოცირდებიან” ნათქვანმია კარლ ბილდტის განცხადებაში. მან შეშფოთება გამოთქვა მეხუთე არხის მაუწყებლობისთივს ხელის შეშლის ფაქტზეც. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, დღეს განვითარებული მოვლენების გამო არ არის გამორიცხული, ევროკავშირი უკრაინისთვის სანქციების დაწესების საკითხს დაუბრუნდეს. ევროკომისარი შტეფან ფულე კი უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ტელეფონით ესაუბრა შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის გამო რომლის თანახმად, ბერკუტი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითაა შეიარაღებული. კიევში ძალადობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც დაგმო. აღნიშნულის თაობაზე განცხადება უკრაინის საკითხზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა გააკეთეს. მათი თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ვითარების შემდგომ ესაკალაციას გამოიწვევს. პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვიქტორ იანუკოვიჩს ვერ უკავშირდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი პოლონურ სააგენტოებთან ინტერვიუში აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. " მინდოდა მეთქვა, რომ გაუფრთხილდეს ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ძალის გამოყენება დაუშვებელია", - განაცხადა კომოროვსკიმ. ინფორმაციას, რომ იანუკოვიჩთან ტელეფონით დაკავბშირების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, ადასტურებენ ანგელა მერკელის ადმინისტრაციაშიც. საგანგებო განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქეთრინ ეშტონმაც გაკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100