სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტი ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის პროტესტი მოსამართლის მიერ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას მოჰყვა.
ვანო მერაბიშვილმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას შუამდგომლობით მიმართა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალოს იმ ვიდეოჩანაწერების სასამართლოსთვის გადაცემა, სადაც მისი საკნიდან გაყვანაა ასახული. მერაბიშვილის შუამდგომლება მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
როგორც საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მერაბიშვილმა განაცხდა, მისი საკნიდან გაყვანა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, მასზე მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლის მცდელობა განხორციელდა.
"დღეს არ დარჩა ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს მირ გაკეთებული განცხადების სისწორეში, ხელისუფლების რეაქციიდან გამომდინარე, რომელმაც საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარა და გამოძიება განცხადებიდნ ორ კვირაშიც არ დაუწყია. ამ ღონისძიებაში ჩართულია მთელი "ქართული ოცნება", -განაცხადა მერაბიშვილმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. "წლების განმავლობაში ჩემი ოპონენტები, არასამთავრობოები იძულებილები გახდნენ, რომ ეღიარებინათ ეს კანონდარღვევა, რასაც მივესალმები" - აღნიშნა მერაბიშვილმა.
"უარის თქმის შემთხვევაში პროცესები ჩემთვის უაზრო გახდება და ვივლი მხოლოდ პოლიტიკური პირების დაკითხვისას", - განაცხადა მერბიშვილმა. მის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ყოფილი პრემიერის ადვოკატები, რაზეც მოსამართლემ მათ იმ ნორმების მითითება სთხოვა, რომლის მიხედვითც, სასამართლოსგან მოითხოვეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ფირების გადაცემა დაავალოს.
აღნიშნულს მერაბიშვილი გამოეხმაურა. "იმას, რომ ერთი ჩვეულებრივი დაბალი დონის კრიმინალი გახდეს მთავარი პროკურორი, კოდექსში ასეთ ჩანაწერს ვერ ნახავთ", -მიმართა მერაბიშვოლმა ხათუნა ხარჩილავას.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა. მოსამართლემ კი, შუამდგომლობა საუსბუთებლად მიიჩნია. აღნიშნა, რომ ფირებს 26 მაისის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
ამის შემდეგ ვანო მერაბიშივლმა სასამართლო დატბაზი პროსტის ნიშნად დატოვა.
"ნუ მაყურყუტებთ, მიეცით ბადრაგს უფლება, წამიყვანოს, ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ",-აღნიშნა მერაბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100