სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამი მუშკეტერის კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“

პირველად საქართველოში, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი ბანკის ორგანიზებით გაიხსნება „სამი მუშკეტერის“ კინოფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს „სამი მუშკეტერის“ ყველა დროის საუკეთესო ფილმები და გაიხსენოს ალექსანდრე დიუმას ამ გმირების მეგობრობის, ერთგულებისა და გვერდში დგომის დაუვიწყარი ისტორია!

ფესტივალის ფარგლებში, 21-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ნაჩვენები იქნება სხვადასხვა დროს - 1939 წლიდან 2011 წლამდე გადაღებული 8 ფილმი.

ყოველდღე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ალექსანდრე დიუმას რომანის 2 ეკრანიზაცია -ერთი ძველი და ერთი ახალი. ფილმების დასაწყისი 20:00 საათზე და 22:00 საათზე.

თიბისი ბანკის მომხმარებლებისა და პარტნიორების გარდა, კინოფესტივალზე დასწრება შეეძლებათ ბანკის Facebook გვერდის მომხმარებლებს, რისთვისაც უნდა დარეგისტრირდნენ კინოფესტივალის Facebook აპლიკაციაში www.facebook.com/tbcbank

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100