სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც სასამართლო დარბაზში ზის და ასამართლებენ ვანო მერაბიშვილს"

რთულია, როდესაც ვანო მერაბიშვილს ასამართლებენ, - ამის შესახებ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის გადადების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დიმიტრი შაშკინი სასამართლო პროცესს გულშემატკივრის ეგიდით ესწრებოდა.
"ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც სასამართლო დარბაზში ზის და ასამართლებენ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც არ დაუშვა რუსული სპეცსამსახურების გეგმის განხორციელება საქართველოში და სამოქალაქო ომის დაწყება", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
26 მაისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100