სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს დავით საყვარელიძეს უთვალთვალებს

შსს დავით საყვარელიძეს უთვალთვალებს. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტარი სოციალურქსელში ავრცელებს. Droni.ge საყვარელიძის ფეისბუქ სტატუსებს უცვლელად გთავაზობთ.

დავით საყვარელიძე: მას შემდეგ, რაც ჩემი კრწანისში ამომრჩრვლებთან შეხვედრის განმავლიბაში შევნიშნეთ ბატონი ღარიბაშვილის დეპოლიტიზებული სუს-ის ეკიპაჟი (ნაცრისფერი მანქანა) გადავწყვიტე მივსულიყავი და გავცნობოდი სუს-ელ ბიჭებს, თუმცა როგორც კი უკან დავძარი მანქანა, მოკურცხლეს ადგილიდან) ბატონო ირაკლი: ჯაშუშებს, კრიმინალს და საქართველოს მტრებს მიხედეთ ჯობია და ამ სისულელეებზე ნუ ხარჯავთ ამ საწყალი ბიჭების დროს და ენერგიას...

დავით საყვარელიძე: რუბრიკიდან "ღარიბაშვილის დაპირებული დეპოლიტიზებული პოლიცია": მოკლედ მეგობრებო, სულ რაღაც 2 კვირის წინ უცხოელ სტუმრებთან ერთად, მე და გიორგი ვაშაძე გახლდით კახეთში, ყვარლის ტბაზე. ღამით როდესაც სუფრა გაიშალა და სტუმრებმა ცეკვა-სიმღერა დაიწყეს (ბანალური ქართული პურის ჭამა), სასტუმროს ტერიტორიაზე გამოცხადდა როგორც შემდეგ გაირკვა, ღარიბაშვილის პოლიტიკური პოლიციის ორი ავტომობილი, უმნიშვნელოვანესი დავალებით: ვიდეოზე ჩაეწერათ ჩვენი სუფრა და სიმღერა (ერთი სტუმარი არაჩვეულებრივად მღეროდა სხვათა შოროს). როდრსაც ცადეს ჩვენს სუფრასთან მოახლოვება, თავხედურად ჩართული მობილური ტელეფონებით, სუსელები სასტუმროს დაცვამ გააჩერა და კითხა რას აკეთებდნენ იქ. პასუხად მიიღეს "ახლოს მიგვიშვით უნდა გადავიღოთო" ბიჭებს ნამდვილად ეყოთ გამბედაობა და არ მოუშვეს უცნობი მამაკაცები მომარჯვებული მობილური ტელეფონებით, რისთვუსაც მადლობელი ვარ. არ გაინტერესებთ საპასუხო რეაქცია?) ამოიღეს თავიანთი შსს-ს მოწმობები და აუფრიალეს, თუმცა ვერც ამის შემდეგ მოახერხეს რამეს გადაღება, ან რა უნდა გადაეღოთ:))) ამ პოსტის შემდეგ ბუნებრივია შსს უარყოფს ამ ინფორმაციას და სიცრუედ მონათლავს, თუმცა წინასწარ მზად ვარ ამისთვის;) ამოიღეთ ბატონო ანძები, გამოკითხეთ თვითმხილველები...ასევე მივმართავ იმ უშიშროების თანამშრომლებს: ბიჭებო, ჩემო ძმებო და თანამებრძოლებო, არ ინერვიულოთ, არ ვბრაზდებით თქვენზე და არავითარ ანგარიშწორებას ან შურისძიებას თქვენზე არ ვაპირებთ:) პირიქით, დაგიცავთ ისე, როგორც ვანო გიცავდათ. პოლიტიკა პოლიტიკაა უბრალოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100