„მარგებელი კულინარი“ გიორგი ჯანყარაშვილი გახდა

მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტის დასრულდა

მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტი „მარგებელი კულინარია“ დასრულდა. მასში მონაწილეობა მართლაც მარტივი და ამასთან „მარგებელიც“ აღმოჩნდა.

ერთი თვის განმავლობაში პროექტის ინიციატორებმა გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ფოტოხელოვნებაც იზიდავდათ ან უბრალოდ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩეოდნენ, სპეციალურ კონკურსით შესაძლებლობა მისცეს საკუთარი კულინარული ნიჭი გამოევლინათ.

მათ გადაუღეს, ატვირთეს და დაამტკიცეს, რომ „ის“ მარგებელია! ფოტოკონკურსის პირველი ათეული მარნეულის სასურსათო ქარხანამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვა.

კონკურსის „მარგებელი კულინარია“ მედია პარტნიორი და მხარდამჭერი რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“ იყო.

რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, უფრო მეტი სტიმულისათვის კონკურსში მონაწილეებს დამატებითი პრიზის მოპოვების შანსი მიეცათ. II ეტაპი დაკომპლექტდება კონკურსანტების საუკეთესო 20-ულით, რომელთა ფოტოსურათებმაც ყველაზე მეტი ლაიკი მოაგროვეს.

კონკურსნტებმა კულინარიული ნიჭი ახლა უკვე პრაქტიკაში გამოავლინეს - კულინარიის აკადემიაში მათ ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი გაცოცხლეს და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს.

დეგუსტაციის შემდეგ გამოვლინდა 5 ყველაზე „მარგებელი კულინარი“, რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხანამ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვა, ხოლო მათგან საუკეთესო სამეული კულინარიის აკადემიამ სამოყვარულო კურსის ვაუჩერები გადასცა.

პრიზები ნომინაციების მიხედვით ასე გადანწილდა:

I ადგილი - „მარგებელი კულინარი

გიორგი ჯანყარაშვილი

შემწვარი კალმახის ფილე ციტრუსის პიურეთი, ჩათუთქული მწვანე ხახვით, ბარდით და ბარდის პიურეთი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=508455609227469&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater

II – III ადგილი - „საუკეთესო მარგებელი დესერტიდასაუკეთესო მარგებელი კერძი

სალო კელენჯერიძე

სუფლე კაკლის მურაბით, კენკრით და ნაყინით.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=504023566337340&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf

კონკურსანტი - ფრიდონ კიკილაშვილი

საგაზაფხულო თევზი რაგუ

„ფიროსმანი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=503118013094562&set=pb.452118611527836.-2207520000.1374825524.&type=3&theater

IV - V ადგილი

გიორგი ნინიძე

ხბოს ხორცის ჩანახი (კერძი)

https://www.facebook.com/photo.php?fbid=503268476412849&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf

"მარგებელ კულინარს" მარნეულის სასურსათო ქარხანა დამატებით ასაჩუქრებს - გამარჯვებულ რეცეპტზე მას სპეციალურ ვიდეო-რგოლს მოუმზადებს, რომელიც განთავსებდა კომპანიის ვებ გვერდზე!

ირკა ქელეხსაშვილი

სპატეგი ნაპოლეტანა

https://www.facebook.com/photo.php?fbid=503269113079452&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater

კომენტარი