სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუბარი გეგმავს, რომ პატიმრებმა შაბათ-კვირა სახლებში გაატარონ

სოზარ სუბარი პატიმრების ყოველ შაბათ-კვირას სახლში გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მაისში ან ივნისში გლდანში გაიხსნება ღია რეჟიმის დაწესებულება 100 კაცზე, ამ დაწესებულებაში ოთახები არ იკეტება და ეზოში სეირნობა თავისუფლად შეიძლება. დაწესებულების ეზოში არის აუზი, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები, სახელოსნოები. ვაპირებთ სათბურების გაკეთებასაც. პატიმრებს შაბათ-კვირის შინ გატარების უფლება ექნებათ და კვირა საღამოს დაბრუნდებიან.“ - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის განმარტებით აღნიშნული საპატიმრო იმ პატიმრებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც მოტივირებული არიან რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100