სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პორტებში გემებისთვის გაწეული მომსახურება დღგ-თი ორმაგად აღარ დაიბეგრება

პორტებში გემებისთვის გაწეული მომსახურება დღგ-თი ორმაგად აღარ დაიბეგრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება საგადასახადო კოდექსში"შედის, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, არსებული რეგულაციით გემებისთვის გაწეული მომსახურებები ორჯერ იბეგრებოდა. კერძოდ, გემი როდესაც ყიდულებდა პორტში შემოყვანის მომსახურებას, იხდიდა დღგ-ის 18%, რომელსაც ვერ ითვლიდა, რადგან არ იყო დღგ-ის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, გემის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მათ შორის დღგ-ის თანხა საქონლის სატარიფო ღირებულებაში შეიტანებოდა და ორმაგად იბეგრებოდა.

შესაბამისად, კანონპროექტით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან თავისუფლდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის გაწეული მოსმახურება. კერძოდ, პორტის, საზღვაო სალოცმანო სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება.

ghn

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100