სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების პროცესი გრძელდება

ქართული რესტორნების, კაფეების და სასტუმროების მომსახურების ხარისხს, ტურიზმის ასოციაციაში, ნომერ პირველ პრობლემად მიიჩნევენ. მათი თქმით, ტურისტების მთავარი პრეტენზიები სწორედ ამ მიმართულებით შემოდის. სახელმწიფოსგან კვების ობიექტების და სასტუმროების სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები, შესაძლოა, მოწმდება, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ საქმე გაუმჯობესებისაკენ წავიდეს. ამიტომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით კონტროლი უნდა გაამკაცროს. შემუშავდეს სტანდარტები და სერთიფიცირების სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებს დისკომფორტი და პრეტენზიები მუდმივად ექნებათ.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
რესტორნებსა და სასტუმროებში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის დეპარტამენტი ხარისხის აკრედიტაციის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ განაცხადა. ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და პროექტში ტურისტული ორგანიზაციებისა და ასოციაციების ჩართვას აპირებს.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში სასტუმროებისთვის რამდენიმე ორგანიზაციამ ვარსკვლავების მინიჭების პროცესი დაიწყო, რაც, თავისთავად, დადებითი მოვლენაა.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
ამ ეტაპზე აღნიშნულ პროცესს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი კომპანია ახორციელებს, თუმცა მათ შორის გარკეული უთანხმოებაა.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
თავდაპირველად, ვარსკვლავების მინიჭების პროცესი კომპანია "გლობალ სთარმა" დაიწო, "გლობალ სთარის" პარალელურად კი ამ სფეროში დამსაქმებელთა ასოციაციაც შემოვიდა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლობა გერმანულ "დეჰოგასთან" დაიწყეს, რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანაა გაწევრიანებული. ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ კონკურენტები.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
"ქართული სასტუმროების მხარდაჭერის" პროექტი, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს გერმანიის სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანება DEHOGA -თან ერთად, მიზნად ისახავს ქართული სასტუმროების განვითარებასა და მხარდაჭერას, რომელიც მათთვის სხვადასხვა სახის ხელშემწყობ ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სასტუმროებში არსებული პირობების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან დაახლოებას და მათი სურვილის შემთხვევაში დანერგვას.
ჯკჰდსკლლფჯკლდსლ
მათი თქმით, "დეჰოგა" არამხოლოდ ვარსკვლავებს, არამედ ხარისხის ნიშანსაც მიანიჭებს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გარანტი იქნება. ასოციაციის ცნობით, "დეჰოგას" მიერ ვარსკვლავების მინიჭებით უკვე 16 სასტუმრო დაინტერესდა, მათ შორისაა, "კრუიზი", "ბრითიშ ჰაუსი", "ძველი მეტეხი" და "რივერსაიდი", რომელსაც "გლობალ სთარმა" მხოლოდ სამი ვარსკვლავი მიანიჭა. დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადებით, ამ სფეროში კონკურენცია მძაფრია, თუმცა "დეჰოგა" ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მისგან მინიჭებული ხარისხის ნიშანი საერთაშორისო აღიარების ტოლფასია.

"გლობალ სთარში" კი აცხადებენ, რომ დაუშვებელია ერთ ბაზარზე ვარსკვლავების მინიჭებას რამდენიმე ორგანიზაცია ახდენდეს. მათი ინფორმაციით, ქართული რესტორნების და კაფეების უმეტესობა სანიტარულ–ჰიგიენური მოთხოვნების მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს. კვების ობიექტებში ნორმები და მომსახურების ხარისხი უკონტროლოა და თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება, თუმცა, რომელ ობიექტებზეა საუბარი, არ კონკრეტდება. სტანდარტების დანერგვის შემდეგ, „გლობალ სთარი“ ობიექტებს ყოველთვიურ აუდიტს ჩაუტარებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ხარისხის ნიშნის მინიჭების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100