ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

20 აპრილი, თბილისი, 18:30 - ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის მთავარი თემა SMART გლობალური კამპანიის მიერ მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით ფინკა ბანკის სერტიფიცირება იქნება. Smart Campaign - არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, საბანკო და მიკროსაფინანსო ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა.

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000 მეტ მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფინკა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ესტუმროთ საიტს www.FINCA.ge

კომენტარი