სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ორიფლეიმი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 25 000 ლარს გაიღებს...

კოსმეტიკური კომპანია ორიფლეიმი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად,კომპანიის საქველმოქმედო ფონდიდან, თბილისის ბიუჯეტში 20 000 ლარს გადარიცხავს. გარდა ამისა, კომპანია დაეხმარება თბილისის ზოოპარკსაც. როგორც ცნობილია, ზოოპარკის ადმინისტრაციული შენობა მთლიანად დატბორილია, თანამშრომლებს არ ააქვთ საშუალება განაგრძონ მუშაობა. კომპანია ორიფლეიმის ხელმძღვანელობის განცხადებით, თბილისის ზოოპარკსგადაეცემა5000 ლარის ოდენობის ინვენტარი და ტექნიკა, რაც სამუშაო პროცესის აღდგენას ესაჭიროება.

დამატებით, „ორიფლეიმ ჯორჯიას“ სერვისულ ცენტრში (უზნაძის ქ. 57) დაწყებულია დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება (ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და სხვ.). შეგროვებული ნივთები გაიგზავნება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში. აქვე გახსნილია საქველმოქმედო ყულაბაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიღოს შემოწირულობა. შეგროვებული თანხა მოხმარდება აღდგენითი სამუშაოებით დაკავებული მოხალისეების საჭიროებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100