სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე: „ჩვენ ვართ გამჭვირვალე სექტორი“

ნავთობპროდუქტების აღრიცხვიანობის შესახებ, შემოსავლების სამსახური ადმინისტრირების გამკაცრებას გეგმავს.

ამის შესახებ ლუკოილის დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ «პალიტრა ტვ-ზე“ გადაცემა „საქმეში“ ისაუბრეს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კოტრიკაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი დანაკარგების შესახებ ნორმატიული აქტი მიღებულია, ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები მაინც არსებობს:

ჩვენ რამდენიმე საკითხი დავაყენეთ. უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი დანაკარგების თემას გამოვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი დანაკარგების შესახებ ნორმატიული აქტი მიღებულია და ნავთობპროდუქტების სექტორში მოღვაწე კომპანიები იყენებენ ამ ნორმებს, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს. მაგალითად, ამ ნორმების გამოყენება ამ ეტაპზე, განუბაჟებელი პროდუქციისთვის შეუძლებელია. კონკრეტულად, არსებული კანონმდებლობით, კომპანიას შეუძლია ჰქონდეს საბაჟო საწყობში მოქცეული განუბაჟებელი ნავთობპროდუქტი, რომლის გახარჯვა შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ანუ ამ ეტაპზე, ამ პროდუქტზე ნორმების გამოყენება შუძლებელია”,-აღნიშნავს გიორგი კოტრიკაძე.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივით მუშა ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს: „ფინანსთა მინისტრის ინიციატივით შეიქმნება მუშა ჯგუფი, სადაც ჩაერთვებიან ჩვენი სექტორის წარმომადგენლები და შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურის წარმომადგენლები, და დარწმუნებული ვარ, გარკვეულ შედეგებამდე მივალთ”, აღნიშნავს გიორგი კოტრიკაძე.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების აღრიცხვიანობის შესახებაც ისაუბრეს: ”იყო იქ საკითხი ნავთობპროდუქტების აღრიცხვიანობის შესახებ, შემოსავლების სამსახური გეგმავს ადმინისტრირების გამკაცრებას. ჩვენ მივესალმებით ადმინისტრირების წესების გამკაცრებას იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვართ გამჭვირვალე სექტორი, რომელიც ამას ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს. მაგრამ ამ პროექტმა არ უნდა შექმნას ბარიერები ჩვენი სექტორის მიმართ”,-ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100