მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ახლა კითხულობენ

ლეიკემია - რა უნდა ვიცოდეთ მასზე და რომელი ძირითადი სიმპტომები ახასიათებს?  

საიდან წარმოდგება ტერმინი ,,გრუზინ“ და რა გავლენა იქონია მასზე თურქულ-ირანულმა სიტყვამ ,,გურჯი“?  

ვიდეო კამერა, რომელმაც ტელესკოპს აჯობა და მთვარე ძალიან ახლოდან დაგვანახა  

გაინტერესებთ, რას ფიქრობდა აკაკი ბაქრაძე უცხოპლანეტელების შესახებ?  

სამუდამოდ განიკურნებით კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ყველა პრობლემისგან  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული
დრონი.ჯი
14:29 14.05.2012

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბავშვების ნახევარფაბრიკატებით გამოკვება არ შეიძლება. სასურველია ზრდასრული ადმაიანებიც თუ იშვიათად მოიხმარენ მსგავს პროდუქტებს.

სამწუხაროდ ძირითადად მშობლებს არ აქვთ იმის დრო, რომ გემრიელი და სასარგებლო სადილი მოამზადონ, ამიტომ ისინი მიმართავენ ისეთ გზას, რაც მათი დროის „ფლანგვას“ არ მოითხოვს.

დიეტოლოგები კი მშობლებს აფრთხილებენ: არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭონ უპირატესობა სოსისებსა და ძეხვებს, ამით საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმდებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროდუქტებში, ძალიან მცირე რაოდენობით ხორცია და ისინი იმ ქიმიკატებით არის გაჯერებული, რომლებიც ორგანიზმისთის აუცილებელ ნივთიერებებს საერთოდ არ შეიცავენ. მსგავსი პროდუქტები პირველ რიგში ხელს უშლიან ბავშვის ორგანიზმის სწორად განვითარებას.

გახსოვდეთ, რომ ქიმიკატების გარეშე, სოსისებისა და ძეხვების ბუნებრივი ფერი, ნაცრისფერი იქნებოდა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროდეუქტები დიდი რაოდენობით კალიუმის ნიტრატს შეიცავენ. დიდი რაოდენობით ნიტრატის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ადმაიანი მრავალი დაავადების წინაშე აღმოჩნდება. დაწყებული კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლიდან, დასრულებული ონკოლოგიური დაავადებებით.

სოსისებსა და ძეხვებს ყველაფერთან ერთად უმატებენ: არომატიზატორებს, ემულგატორებსა და კონსერვანტებს.

განსაკუთრებით საშიში მკვეთრი ვარდისფერი სოსისებია. მსგავს პროდუქტს შესწევს ძალა, ალერგია გამოიწვიოს. დიეტოლოგები მშობლებს მკაცრად აფრთხილებენ, რომ ბავშვის საკვებ რაციონში ძეხვეულის შეტანა კვირაში მხოლოდ ერთხელ არის დასაშვები.
კომენტარი     ბეჭდვა  

2012-05-14 17:13:02
დაილოცოს ლობიო და კარტოპილი))

ლილიჩკა2012-05-14 17:23:44
.....და მაინც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ძეხვეული, რა ვქნათ????????

ალიბაბა2012-05-15 13:04:55
გეტანხმებით ასეა .

ნინა2012-05-15 13:28:17
ბავშვებისათვის კი ვიცით რაც არის კარგი მაგრამ არ უყვართ ბოსტნეულის სიპები და რა ქნაააააააააააააააააააან.

ანი2012-05-16 17:24:35
ტქვენ რა გგონიათ რა ლობიო და კარტოფილში არააა შხამქიმიკატებიი? თუ ქიმიური ხსნარებით არ მოირწყო ისეა მიწა გამოფიტული ან ჭია შეჭამს ან გახმება..

ირინა2012-05-16 18:27:42
მე მგონი არც კვირაში ერტხელ არ შეიძლება.ჩემს შვილს ჯერაც არ გაუსინჯავს საბედნიეროდ

2012-05-17 23:32:01
ეს სკოლებს აუხსნან და ბაღებს ჯობია სოსისებს რომ აჭმევენ, ხომ არ გამოკეტავ 4 კედელში ბავშვს

ლანა2012-05-20 15:34:04
ანი
ლობიოს მიწაში წამალს არ ასხავენ,და თუ ლობიო და მსგავსი საკვებიც არ უნდა მივირთვათ როგორც შენ ამბობ მშინ დაღუპულა მსოფლიო და ეგაა :)) ლობიოს და კარტოფილს სოსისს დაა ძეხვეულს თუ ადარებ კარგად გქონია საქმეეე
რა იყოთ ხალხო დაილია საკები მაინცდამაინც ძეხვეული რომ არ აჭამოთ ბავშვებს?

2012-05-29 16:05:39
.

რეალისტი2012-05-29 16:19:01
ნამდვილად მცირე არჩევანია ხილ- ბოსტნეულის (და არა მარტო) ჩვენს ქვეყანაში. გაზაფხულის პირზე სტაფილოს, კომბოსტოს და კარტოფილის მეტს ვერაფერს ნახავ ბაზარში.ამით როგორ უნდა გაუმრავალფეროვნო ბავშს მენიუ. საქართველოს ბაზრის საშინელი სიმწირე, როცა იტალიის ბაზრის მრავალფეროვანი არჩევანი ვნახე, მაშინ აღვიქვი მწარედ...

crorkservice2014-07-19 11:41:57
DECuEq Looking forward to reading more. Great blog. Much obliged.

matzcrorkz2014-08-05 22:20:45
nvZSKY I really enjoy the article.Much thanks again. Cool.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი