სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2011-12 წლებში Facebook-ზე მილიონზე მეტი პროფილი მოკვდება

2011-12 წლებში სოციალურ ქსელ Facebook-ზე მილიონზე მეტი მომხმარებლის პროფილი გაუქმდება და ამის მიზეზი იუზერის გარდაცვალება იქნება. ამ მოსაზრებას კომპანია Entrustet-ის ანალიტიკოსები ბლოგზე ავრცელებენ. ასეთი მკაცრი განაჩენის გამოტანისკენ ექსპერტებს იმ შედეგებმა უბიძგეს, რაც სოციალური ქსელის დემოგრაფიის ანალიზის შემდეგ მიიღეს. კვლევების დროს მათ შეაჯერეს „სიკვდილიანობის“ მაჩვენებლები, რომლებიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიდან მოიპოვეს.

ბლოგის ანალიტიკოსებმა განსაზღვრეს, რომ უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე Facebook-ს პირდაპირი დანიშნულებით ვერ გამოიყენებს აშშ-ის მომხმარებელთაგან 400 ათასი იუზერი, შემდეგ კი რესურსსა და ამქვეყნიერებას კიდევ უფრო წარმომადგენლობითი აუდიტორია დატოვებს, რაც რიცხობრივად 500 ათასში იქნება იქნება გამოხატული.

კომპანია Entrustet აცხადებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში, ერთი წუთის მანძილზე ამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა სამი ერთდროული სიკვდილიანობის ფაქტი დაფიქსირდება. თანაც, ეს მონაცემები შედგენილია მომხმარებელთა ასაკის გათვალისწინებით და მასში არ არის (ვერც იქნება) გათვალისწინებული უბედური შემთხვევები, რომლებიც ასაკისგან დამოუკიდებლად ხდება.

ამ არცთუ სასიამოვნო სტატისტიკასთან ერთად ექსპერტები დამამშვიდებელ პროგნოზსაც აკეთებენ: ხომ ფაქტია, რომ Facebook-ის მომხმარებელთა უმრავლესობა არა ერთ, არამედ რამდენიმე აქაუნთს ქმნის. დასამშვიდებლად გამოსადეგი კიდევ ერთი არგუმენტის სახით იმასაც ვიტყვით, რომ ზოგიერთი მომხმარებელი (განსაკუთრებით, ქალები), ასაკს საერთოდ არ უთითებენ ან, უბრალოდ, იტყუებიან, თუმცა, უფრო მეტად ეს უწყინარი ტყუილი ასაკის დაკლებაა და არა მომატება, ასე რომ, სიკვდილიანობასთან მიმართებაში ეს ფაქტორი საერთო სიტუაციას არ ცვლის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100