ოზონის შრემ დედამიწის განადგურება დაიწყო - ნასას მეცნიერების საგანგაშო ინფორმაცია

ნასას მეცნიერები მოსალოდნელ საფრთხეზე ალაპარაკდნენ - მათი თქმით, ერთ-ერთი სახელმწიფო მონრეალის პროტოკოლს არღვევს, რომლის თანახმადაც აკრძალულია ძლიერი შხამქიმიკატების გამოყენება და გარემოს დაბიძნურება, რომელიც უკიდურესად მძიმედ მოქმედებს ეკოლოგიაზე და აზიანებს ოზონის შრეს, რაც დედამიწას უქმნის საფრთხეს.

კვლევა 2012 წლიდან ტარდება და შედეგები ყოველწლიურად უფრო და უფრო საგანგაშოა. საერთო ჯამში, საფრთხე 2012 წლიდან დღემდე 25%-ით არის გაზრდილი. მეცნიერები უკვე ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ოზონის შრის დარღვევა დედამიწას უფრო და უფრო ანადგურებს, რაც საბოლოოდ გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს მსოფლიოს.

როგორც ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, შუა აზია სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც ხდება შხამქიმიკატების გამოყენება და სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს ამის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.

ოზონის შრის გარღვევას სხვადასხვა საფრთხეებთან ერთად თან ახლავს სხვადასხვა მძიმე დაავადებების რისკი, ამასთან, ის გლობალური დათბობის პროცესის დაჩქარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

კომენტარი