მამაკაცს უბრალოდ გრიპი შეეყარა და არ იმკურნალა, რადგან იფიქრა თავისით გაივლიდა, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი

კევინ მანონი ფოქრობდა, რომ ყელის ტკივილი მხოლოდ ჩვეულებრივი გაციება იყო, ამიტომ ექიმთან წასვლაზე არც კი უფიქრია და თავისი ყოფითი პრობლემების მოგვარება განაგრძო.

ავადმყოფობიდან მეექვსე დღეს სამსახურში წასვლის წინ მისმა საკოცნელად მისულმა მეუღლემ შენიშნა, რომ კევინს მთლიანი სხეული ბუშტუკებით ჰქონდა დაფარული.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს - აღმოჩნდა, რომ კევინს სტივენსის სინდრომი აქვს. მას ახასიათებს ჩირქოვანი ბუშტუკები ლორწოვან გარსზე, პირის ღრუში, ყელში, სასქესო ორგანოზე, კანის საშინელი აქერცვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში სისხლი მოყვება.

მამაკაცმა ერთ თვეზე მეტი გაატარა საავადმყოფოში, თუმცა სახლში გამოწერის შემდეგ მკურნალობა კიდევ დიდხანს გააგრძელა.

კომენტარი