ანჯელინა ჯოლის რჩევები მამაკაცებს

სოციალურ ქსელში ანჯელინა ჯოლის ჩანახატი გავრცელდა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი საუბრობს როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი და გვიხსნის რას ნიშნავს ძველმოდურობა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანახატს, droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

მე ძველმოდური ვარ

ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი, როცა ჩამოვდივარ ავტობუსიდან, მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ.

მე ძველმოდური ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს ვინ იხდის დღეს?

მე ძველმოდური ვარ.

მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე - მკითხოს მოვიხვიე თუარა თბილი შარფი ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა.

მე ძველმოდური ვარ.

თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი, რომ მე ვიყო ნაზი, სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი.

მე ძველმოდური ვარ.

მე არ დავწვბი დასაძინებლად თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს სანამ ის კიბებეს ამოივლის.

მე ძველმოდური ვარ.

მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო.

მე ძველმოდური ვარ.

მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი, და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ.

ანჯელინა ჯოლი

კომენტარი