ბედნიერი წყვილის 8 დილის რიტუალი

დილა იწყება დაბნეულობითა და შიშით, რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეთ, თუმცა თუ თქვენ გსურთ მეწვილესთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, სანამ სამსახურისკენ გაეშურებით, იზრუნეთ იმაზე, რომ სანამ მასთან ერთად ხართ, ეს წუთები დაუვიწყარი გახადოთ და უფრო მეტად განამტკიცოთ ურთიერთობა.

ბედნიერ წყვილებს აქვთ დილის რიტუალები, რომლებიც აბედნიერებთ და შემდეგ მთელი დღე მიყვებათ კარგი განწყობა:

უყურებენ ერთმანეთს თვალებში - კბილების გახეხვას რამდენიმე წუთი ჭირდება. ბედნიერი წყვილები ერთად იხეხავენ კბილებს და ამ რამდენიმეწუთის განმავლობაში ერთმანეთს უყურებენ თვალებში. ამ დროს ისახება სახეზე დილის პირველი ღიმილი, რაც პოზიტიურ განწყობას ანიჭებთ მათ.

ჩახუტება - თუ წყვილთაგან რომელიმე ადრე მიდის სამსახურში, მეორეს კი სძინავს, სახლიდან გასვლის წინ პირველი ეხუტება თავის საყვარელ ადამიანს და რამდენიმე წამის განმავლობაში უნისონში სუნთქავენ. ამაზე სასიამოვნო შეგრძნება და დღის დასაწყისი არ არსებობს.

ცდილობენ ერთსა და იმავე დროს ადგნენ - ძალიან ბევრი წყვილი საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და თითქმის არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ბევრიც ისეთ დროს იღვიძებს, როცა მისი პარტნიორი უკვე წასულია სახლიდან. წყვილთა ფსიქოლოგი კურტ სმიტი ურჩევს ყველას, რომ რაც არ უნდა ეძინებოდეთ, საყვარელი ადამიანის გამო ადგნენ ისეთ დროს, როცა ის სახლშია და სამსახურში წასვლამდე სითბო და ალერსი აჩუქონ, რათა მთელი დღე სასიამოვნო ხასიათზე იყვნენ ორივე მათგანი.

ერთად საუზმობენ ან სვამენ ყავას - ეს ურთიერთობის ყველაზე სასიამოვნო წუთებია. საუზმის ან ყავის სმის დროს საუბრობენ მომავალ გეგმებზე, ფიქრობენ როგორ გაატარონ დრო სამსახურის შემდეგ, ანაწილებენ დროს. სულ რაღაც 15 წუთი ჭირდება ამ ყველაფერს და მთელი დღე სასიამოვნოდ ჩაივლის.

დამშვიდობებისას ერთმანეთს კოცნიან - აუცილებელია საკუთარი გრძნობების დემონსტრირება, სანამ დაემშვიდობებით ერთმანეთს. ეს ორივე მათგანს თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს მატებს, მათ ურთიერთობას კი მობეზრება არ ემუქრება.

დილით ყურადრებას არ აქცევენ ტელეფონებს - რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე გქონდეთ, გახსოვდეთ, სახლიდან გასვლამდე თქვენი დრო ეკუთვნის საყვარელ ადამიანს, სულ რომ 5-10 წუთი გქონდეთ მხოლოდ. ეცადეთ, ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის გყავდეთ, ტელეფონზე საუბარს კი სახლიდან გასვლის შემდეგაც მოასწრებთ.

თანაბრად ინაწილებენ დილის საქმეებს - დილით ბავშვების გაღვიძება, მომზადება და სკოლაში გაგზავნა მარტო ერთ მათგანას არ უნდა უხდებოდეს. ბედნიერ წყვილებში ეს და არა მხოლოდ ეს საქმე თანაბრადაა განაწილებული და ამ ყველაფერს მშვიდად, აუღელვებლად და სიყვარულით აკეთებენ.

ერთმანეთს უღიმიან მაშინაც კი, თუ ცუდ განწყობაზე გაიღვიძეს - ხშირად გამოძნება არ ყოფნით ადამიანებს და ცუდ განწყობაზე ეღვიძებათ, თუმცა ბედნიერი წყვილები ერთმანეთს არ უფუჭებენ განწყობას და უღიმიან, მაშინაც კი, როცა არ ეღიმებათ.

კომენტარი