სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიბლია და ასტროლოგია

თორის(ძველი აღთქმის) განმარტებებში შეიძლება შევხვდეთ აზრს რომ, აბრაამი ასტროლოგიით იყო დაკავებული.

ცნობილია, რომ აბრაამი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ურში(ქალდეა), ურის მოსახლეობა წარმართულ ტრადიციებს მიყვებოდა, ისინი მთვარეს სცემდნენ თაყვანს, აგებდნენ პირამიდებს, ქურუმები ლოცულობდნენ საკურთხევლებთან... ჰქონდა აბრაამს ფიქრები იმაზე, თუ ვინ დგას მნათობების, ვარსკვლავების, პლანეტების გავლენის უკან.. რა ძალა მართავს ამ კანონზომიერებას და ვინ ჩააქსოვა ამ ყოველივეში ასეთი გონივრულობა. აბრაამი არ იზიარებდა ქალდეველთა რმწმენას მნათობთა გაღმერთების და მათი გაპიროვნებისადმი. აბრაამი სწორედ ერთადერთ ღმერთს აყენებდა ციურ ძალებზე მაღლა და ყველაფერს უფლის ნებას უმორჩილებდა.

დიახ, შემოქმედის, ღმერთის ნებით ხდება მათი გადაადგილება, მათი მოძრაობა და სპეციფიკაციები. ტყუილად არ შეუქმნია ღმერთს ვარსკვლავები; მზე თუ წლის კალენდრისთვის შეიქმნა და დღეღამისთვის, მთვარე-თვის კალენდრის გამოსათვლელად, ხოლო ვარსკვლავნი სხვადასხვა ნიშანთა გამოსაცნობად...

(დაბადება 1:14) და თქვა ღმერთმა: იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა, გასაყოფად ერთმანეთისაგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად

თალმუდის დამატებებში(თოსეფთა), კიდუშინის ტრაქტატის ბოლოს ნათქვამია (5:14) " მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.(დაბ. 24:1) [ რაში მდგომარეობდა ეს კურთხევა?] რაბი ელიეზერი ა-მოდაიმ თქვა: "ეს არის ასტროლოგია, რომელიც აბრაამის ხელში იყო და მოდიოდა ყველა მასთან [რჩევის საკითხავად.]

ზეპირი თორის ერთ ერთ ძველ წიგნში (ფსიქტე 4 თავი), ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა 12 თანავარსკვლავედი, რომლებიც შეესაბამება 12 თვეს, 12 საათს დღისა და 12 საათს ღამისა, რომლებიც თავისმხრივ შეესაბამებიან 12 ტომს ისრაელისა. მიზეზი, თუ რატომაც დევს ყველაფრის საფუძველში რიცხვი 12: არსებობს 12 შესაბამისობა ღმერთის სახელისა, რომელიც 4 ასოსგან შედგება.

იეცირას წიგნში (კაბალა) ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ებრაული ანბანის მეშვეობით. ასოები დაყოფილია 3 ჯგუფად, თვითოეული შედგება 3,7,12 ასოსგან. 7 ასო შეესაბამება 7 პლანეტას, ხოლო 12 - კი 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, 12 თანავარსკვლავედის გავლენა სამყაროს წყობას საფუძვლად უდევს.

ცნობილია ებრაული ტაძრები, სადაც იატაკზე, ჭერზე გვხვდება ზოდიაქალური თანავარსკვლავედებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100