სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობა მთავრობას ბიზენსექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ბიზენსექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ე.წ. ექსპერტი გია ხუხაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს. 

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში დაფუძნებულ შპს "მაკნატუნაში" შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები იმის გამო შევიდნენ და დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დააკავეს, რომ მოთხოვნის მიუხედავად წილში ჩაჯდომაზე "ქართული ოცნების" წარმოამდგენლებს უარი უთხრეს. 

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველა ეკონომიკური მაჩვენებელის ზრდა ნულს გაუტოლდა, მნიშვნელოვნად იკლო ინვესტიციებმა, ბანკების მხრიდან სესხის გაცემამ, რაც მიუთითებს, რომ ნდობა კერძო სექტორის მიმართ აღარ არსებობს.

ჯაფარიძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, უფრო მეტად მცირდება სამუშაო ადგილები. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გაუზარებელი რიტორიკა და ქმედებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100