სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის კომენტარი დაკავებების მორიგ სერიაზე

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ვანო მერაბიშვილი: გუშინდელი დაკავებები გაუგონარი ფაქტია. დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორის დაკავება, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, თვით რუსეთშიც კი არ მომხდარა.

რაც შეეხება ხეთაგურს, მან ბევრი კარგი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სასაცილო ბრალდებით დაპატიმრება არასწორია.

ივანიშვილის მთავრობა ვერც ერთი საარჩევნო დაპირების შესრულებას ვერ ახერხებს და ამიტომ გადააქვს აქცენტი იმაზე, რომ ყველაფერი პირადად მას ექვემდებარება. მისი აზრით არ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, ოპოზიცია, თავისუფალი ტელევიზია, მის მიერ არაკონტროლირებადი სსამართლო.

ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა იძულებულია მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა არ დააბრუნოს საქართველო იმ ბნელ დროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100