სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული შტაბის უფროსი პირადად თეა წულუკიანმა დააკავა

თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააკავა. კალანდაძე მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში და ბრალი საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს.

მასთან ერთად დააკავეს ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა. სავარაუდოდ, მასაც ბრალი 33-ე მუხლის მესა მე ნაწილით წაუყენეს, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კალანდაძე 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. მან თავი გამოიჩინა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში, სადაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს დაიჭრა კიდეც.

2008 წელს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა ასევე ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა, რომელიც მე-4 ბრიგადას მეთაურობდა. სწორედ ამ ბრიგადამ მიიღო რუსი ოკუპანტების მთავარი დარტყმა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით.

გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შესახებ კითხვები გუშინ ღამით დაკავებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიასაც დაუსვეს, რაც მიანიშნებს, რომ მათი დაკავება უკვე დაგეგმილი იყო.

შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე ბაჩო ახალაია პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაკითხვის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის შემდეგ ბაჩო ახალაიას დაკავება არ იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100